მარტი 2017, თბილისი

პროექტი „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“

ბიულეტენი # 1
მარტი, 2017
ბიულეტენი იგზავნება „მრავალფეროვანი საქართველოს“ კორესპონდენტებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, პროექტის მონაწილეებთან და ბენეფიციარებთან

2017 წლის 2 მარტს თბილისში პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემები:

• მოთოდოლოგია – ამოსავალი დოკუმენტების რანჟირება (კონვენცია, იუნესკოს მეთოდოლოგიური დოკუმენტები, საკვლევი ქართული დოკუმენტაცია)
• სამუშაო გეგმა – ვადები და შუალედური ანგარიშები
• სამუშაოს აღწერილობები, როგორც თბილისის სამუშაო ჯგუფისათვის, ასევე რეგიონალური მონაწილეებისათვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილსისა და რეგიონების სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა, კულტურისა და ხელოვნების ექსპერტებმა.
პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილულ იქნა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საინფორმაციო ბაზის მოძიების მეთოდოლოგია. კერძოდ, კითხვარების შემუშავების, ჩაღრმავებული ინტერვიუირებისა და სამაგიდო კვლევის საკითხი.
გაიმართა დისკუსია კვლევის დაფარვის არეალისა თაობაზე; ასევე კონვენციის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე.

2017 წლის 7 მარტს გაიმართა თბილისის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

განხილულ იქნა
• მეთოდოლოგიის დონორთან შეთანხმების საკითხი და დონორისადმი რაპორტების სისტემატური მიწიდების სქემა;
• ჯგუფის რეგიონალურ წარმომადგენლებისთვის მეთოდოლოგიის გაცნობის სამუშაო განრიგი;
• საკვლევი დოკუმენტების შერჩევის პრინციპი;
• მონიტორინგის საბოლოო დოკუმენტის დიზაინი.
შემუშავდა
• შიდა სამუშაო გეგმა
• ბიბლიოგრაფია
• განისაზღვრა დონორთან რაპორტების ვადები
გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. კერძოდ, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის კუთხით სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის აქტივობების ამსახველი დოკუმეტაციის ართანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა და რეგიონებში.
გაიმართა მსჯელობა საქართველოში არსებული სახელმწიფო რეგულაციების, მხარდაჭერის პროგრამების, ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმარების, ასევე მათი მონიტორინგის არსებული და შესაძლებელი ფორმების თაობაზე.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა კონვენციის იმპლემენტაციისათვის საკითხებიდან ყველაზე პრობლემატური – მედიის და გენდერის საკითხები; ასევე აღინიშნა სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის/ ჩართულობის ხარვეზები.
დაისვა საკითხი ინტერმინისტერიალური თანამშრომლობის ეფექტურობის თაობაზე და გაიმართა დისკუსია მონიტორინგის სქემის განვითერების გზებზე.

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>