სექტემბერი, 2017

პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის  იმპლემენტაციის  მონიტორინგის  საპილოტე  სქემის  ამუშავება“  ფარგლებში  სექტემბრის თვეში თბილისში  ჩატარდა  ორი  სამუშაო  შეხვედრა  და  შემაჯამებელი კონფერენცია.
•    სექტემბერში   ჩატარდა დაგეგმილი ორი  სამუშაო შეხვედრა . პირველ შეხვედრაზე , 3 სექტემბერს   შემუშავდა  შემაჯამებელი კონფერენციის  დღის წესრიგი, პრეზენტაციების  შინაარსი და ფორმატი, გამომსვლელთა დ მოწვეულ სტუმართა-ექსპერტთა ვინაობა.
მეორე სამუშაო შეხვედრა  გაიმართა კონფერენციის შემდეგ, 20 სექტემბერს. მასზე  განიხილეს  კონფერენციის  შედეგები, პროექტის  ანალიტიკური ნაწილისა და შემდგომი ნაბიჯების გეგმა და  დამატებითი  მონაცემების მოძიების გზები.
•    14 სექტმბერს  თბილისში გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ   ექსპერტები, კულტურისა და ძეგლითა დაცვის სამინისტროს, დონორების, ბრიტანეთის საბჭოს  წარმომადგენლები, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების და  რეგიონული წარმომადგენლები,  კულტურის,უმცირესობების სფეროების, ახალგარდულ საქმეთა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე თბილისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

კონფერენცია
14 სექტემბერი, 2017
თბილისი, გუდიაშვილის ქ. #7,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი
საგამოფენო დარბაზი

ვ. გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული  კავშირი (YTA UNION) UNESCO-ს 2016-2017 წლების “მონაწილეობის  პროგრამის” ფარგლებში  ახორციელებს პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის  იმპლემენტაციისათვის მონიტორინგის საპილოტე სქემის შემუშავება.“

პროექტი მიმართულია UNESCO-ს  2005  წლის კონვენციის პოპულარიზაციაზე, მისი რატიფიცირების შედეგად  საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა  შესრულების მონიტორინგის საცდელი მოდელის შექმნაზე,  რეგიონებში  (ახალციხე, თელავი,  ქუთაისი, ზუგდიდი)  იმპლემენტაციის საპილოტე სქემის შემუშავებაზე.

პროექტში ჩართულია არაფორმალური პლატფორმის „მრავალფეროვანი  საქართველოს“ რამდენიმე წევრი ორგანიზაცია – „პლატფორმა ცვლილებებისთვის“, „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების ქსელი“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“, ასევე ახალი პარტნიორი – „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“.

14  სექტემბერს ჩატარდა პროექტის პირველი  ეტაპის შემაჯამებელი კონფერენცია კულტურის მართვის მდგრადი სისტემების მხარდაჭერისა და კულტურული პროდუქტის  კვლევის თემებზე, მათ  შორის რეგიონებში (თელავში, ქუთაისში, ახალციხეში,  ზუგდიდში) კულტურული ინდუსტრიის  ანალიზის თემაზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სხვადასხვა ასპექტებზე.

პირველი სესია
პირველი სესია მოიცავდა სტრატეგიული ანალიტიკური თემების განხილვას. წარმოდგენილი იყო შემდეგი პრეზენტაციები:

“კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი -პროექტის შესახებ“ – თამარ ჯანაშია, „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია“

„კულტურის პოლიტიკა -ტენდენციები: კონვენციის  იმლემენტაციის  დინამიკა“ – ნინო გუნია-კუზნეცოვა, „ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული  კავშირი„ (YTA UNION)

„კულტურა მდგრად განვითარებაში – ახალი ხედვის აუცილებლობა‘ – კახა დაუშვილი, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“

„მედია  გარემო“  – თამარ გურჩიანი, „პლატფორმა ცვლილებებისთვის“

მეორე სესია  
მეორე სესია  მიეძღვნა რეგიონებში კონვენციის იმპლემენტაციის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების  ანალიზს. პრეზენტაციები ეხებოდა თემას „შემოქმედებითი ინდუსტრიები –  კვლევის პრობლემები“.  პრეზენტაციები  წარმოადგინეს:
•    „ქალაქ  ახალციხის  კულტურული  ინდუსტრიის  რუქა – მზია თამარაშვილი „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების ქსელი“       ( ქ.ახალციხე)
•    ქალაქ  ქუთაისის  კულტურული  ინდუსტრიის  რუქა – ქეთევან  ბიბილეიშვილი, „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების ქსელი“     (ქ. ქუთაისი)
•    ქალაქ  თელავის კულტურული  ინდუსტრიის  რუქა – ლია იმერლიშვილი, „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების ქსელი“ ( ქ. თელავი)
•    „თელავის მუნიციპალიტეტი კულტურის სფეროს განვითარებისათვის“ – ელენე ღარიბაშვილი– თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და განათლების განყოფილების უფროსი ( ქ. თელავი)





კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია იუნესკოს ინდიკატორების სისტემასა და მეთოდოლოგიაზე,  მონაცემთა მოძიების სტრატეგიაზე.  დიკუსიის ნაწილში გამოვიდნენ  მაკა დვალიშვლი– ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების  საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, მაკა შავიშვილი- ხელოვნებათმცოდნე, დამოუკიდებელი ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის დარგში, მაია დარჩია -ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელი,  თამთა თურმანიძე – ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი  და სხვები.
https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA/photos
ფოტო მასალა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტიდან http://www.nplg.gov.ge/
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა

მისამართი: საქართველო, თბილისი 0107, გუდიაშვილის ქ.7
ტელ.: 297 16 61; 297 16 14
ფაქსი: 297 16 15
ვებ გვერდი:  www.nplg.gov.ge