23 დეკემბერი, თბილისი – პროექტის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია

ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა (YTA UNION) ევროპის სახლთან თანამშრომლობით UNESCO-ს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” დაფინანსებით განახორციელა პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო- სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციისათვის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება.“

პროექტის ფარგლებში განხორციელდა UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის (2005 წ.) პოპულარიზაცია, მისი რატიფიცირების შედეგად საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

პროექტის ფარგლებში აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა 11 ინტერდისციპლინარული შეხვედრა (მათ შორის მრგვალი მაგიდები და ფოკუსური ჯგუფები), აქედან 5 თბილისში (ევროპის სახლში), 6 რეგიონებში (თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში).

ჩატარდა კუტუროლოგიური და სოციოლოგიური კვლევა. კვლევა მიმართული იყო კონვენციის იმპლემენტაციის კონტექსტში კულტურის პოლიტიკის საჭიროებების გამოვლენაზე და სიტუაციის ადეკვატური, კონკრეტული და განხორციელებადი რეკომენდაციების პაკეტის შექმნაზე.

შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად შემუშავდა კონვენციის განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციები და მონაცემთა ბაზა.

დოკუმენტი გადაეგზავნება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების შესაბამის ინსტიტუციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს .

რეკომენდაციების პაკეტი წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად UNESCO-თვის 2016 წელს წარსადგენი ანგარიშისთვის, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავების პროცესში მყოფი საქართველოს კულტურის სტრატეგიისთვის – „კულტურა 2025“ და ასოცირების შეთანხმების კულტურის სეგმენტების გაცნობიერება-განხორციელებისთვის.

რეკომენდაციების განსახორციელებლად და შემდგომი წარმატებული თანამშრომლო-ბისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ჩატარდება 23 დეკემბერს, 6 საათზე, ევროპის სახლში.

იხილეთ დოკუმენტი:

რეკომენდაციები იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციისათვის

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>