პროექტის შესახებ

2017

პროექტის სახელწოდება:
„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“

წარმდგენი ორგანიზაცია:
ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი – YTA Union /OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

პარტნიორო ორგანიზაცია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ააიპ „პლატფორმა ცვლილებებისთვის“
არაფორმალური კოალიცია „მრავალფეროვანი საქართველო“

სუბკონტრაქტორები
„მცირე და საშუალო ბიზნესის იურიდიული დახმარების ცენტრი“ („ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ შვილობილი კომპანია)
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“

პროექტის ხანგრძლივობა:
10/02/2017 – 15/12/2017

მიზანი:
კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებათა მონიტორინგისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. (შეესაბამება “მონაწილეობის პროგრამა 2016-2017″-ის IV ძირითადი პროგრამის მე-8 სტრატეგიულ მიზანს)

პროექტის ამოცანები :
1. 2005 წლის პარიზის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და 2005 წლის პარიზის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი:
o მრგვალი მაგიდების შედეგად კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება;
o იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება:
ა) რეგიონებში არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტების მიერ კონვენციის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
ბ) სახელმწიფო უწყებათა მიერ სახელმწიფო სტრატეგიაში კონვენციის ასახვის და განხორციელების მონიტორინგის დაწყება;
o ინფორმაციის ანალიზი და შემაჯამებელი კონფერენციის ჩატარება;
2. კონვენციის და UNESCO -ს პოპულარიზაცია.

პროექტის განხორციელება
I -მოსამზადებელი ეტაპი (10/02/2017 – 31/03/2017)
o კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის და საპილოტე სქემის შემუშავება;
o რეგიონალური წარმომადგენლების მონაწილეობით პირველი სამუშაო მითინგის ორგანიზება და ჩატარება თბილისში;
II – პრაქტიკული ეტაპი (31/03/2017- 01/09/2017)
o 3 სამუშაო მითინგის ორგანიზება და ჩატარება თბილისში ( მათ შორის ერთი შეხვედრა რეგიონალური წარმომადგენლების მონაწილეობით);
o 4 სამუშაო მითინგის ორგანიზება და ჩატარება რეგიონებში: თელავში, ქუთაისში, ახალციხე, ზუგდიდი (ყოველი მითინგი შედგება 2 სესიისაგან, პირველი სესია მოიცავს კონვენციის განხილვას, მეორე სესია – იმპლემენტაციის ანალიზს);
o რეგიონებში ინფორმაციის მოძიება, დამუშავება;
o სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის კონტექსტში -კულტურის სტრატეგიაში კონვენციის ასახვის ანალიზი;
o სახელმწიფო უწყებათა მიერ კონვენციის განხორციელების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
o ვებ გვერდის განვითარება და მოდერირება- ონლინ პუბლიკაციაში მოძიებული ინფორმაციის გამოქვეყნება.
III -დამასრულებელი ეტაპი (01/09/2017 – 15/12/2017)
o შემაჯამებელი კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება თბილისში;

პროექტის შედეგები:
• კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის აპრობირების შედეგად გამოვლინდება როგორც მისი ეფექტურობა, ასვე ხარვეზები; რაც მომავალში მონიტორინგის გაუმჯებესების საწინდარი გახდება.
• ინფორმაციის შეფროვებისა და ანალიზის ბაზაზე შედგება იმლემენტაციის ამსახველი ივენთების რუქა.
• კულტურული მრავალფეროვნების ფორმირების სფეროში ექსპერტული გამოცდილების გაზიარება და შეჯერება სამუშაო შეხვედრების ფორმატში მოხდება. განხორციელდება შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი.
• შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში კონვენციის იმპლემენტაციის სურათი გათვალსაჩინოვდება მონაწილეებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
• მასალები გამოქვეყნდება სპეციალურ ონლაინ პუბლიკაციაში მუდმივად განახლებად ვებ გვერდზე.

მონიტორინგი
• მონიტორინგის გეგმა და შედეგები გამოქვეყნდება ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელებში. ეს გაზრდის გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას სოციალური ქსელების მომხმარებლებისა და ონლაინ ბიულეტენის ხელმომწერებისათვის.
• სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტული წრეების უკუკავშირის შედეგად მიღებული მოსაზრებები გამოყენებული იქნება პლატფორმის მომავალ ქმედებებში და განსაზღვრავს მონიტორინგის მომავალ სტრატეგიას.


 

2014 – 2015

„მრავალფეროვანი საქართველო“- სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის -„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციისათვის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება.

წარმდგენი ორგანიზაცია:
• ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი- YTA Union /OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

პროექტის ხანგრძლივობა:
• 9 თვე

პარტნიორო ორგანიზაცია:

„ევროპის სახლი“

ასოცირებული პარტნიორი:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პროექტის მიზანი:
შემოქმედებისა და კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და კულტურის სფეროს ინსტიტუციური განვითარების გზით. (შეესაბამება “მონაწილეობის პროგრამა 2014-2015″-ის IV ძირითადი პროგრამის მე-8 სტრატეგიულ მიზანს)

პროექტის ამოცანები :
2005 წლის პარიზის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის წინამოსამზადებელი სამუშაოს შესრულება – ინსტიტუციონალური და ადამიანური რესურსის დატაბაზის შექმნა; იმპლემენტაციის განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმის შექმნა; მრგვალი მაგიდებისა და ფოკუსური ჯგუფების შედეგად კონვენციის იმპლემენტაციის გეგმისათვის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება; კონვენციის და UNESCO -ს პოპულარიზაცია.

პროექტის განხორციელება:
• I ეტაპი დაეთმობა სოციოლოგიურ კვლევას-ონლაინ გამოკითხვით არასამთავრობოთა ექსპერტული გამოცდილებისა და უნარების გამოვლენას. დატაბაზის შექმნას.
• II ეტაპი – 11 ინტერდისციპლინარულ მიტინგს თბილისში/5/, ბათუმში /1/, ფოთში/1/, ზუგდიდში/1/, ქუთაისში/1/, ახალციხეში/1/, და თელავში/1/, რომელთა ფარგლებში ჩატარება ფოკუსური ჯგუფები და მრგვალი მაგიდები. შეიქმნება ვებ გვერდი -პროექტის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ონლაინ პუბლიკაციების და ბიულეტენების საშუალებით გავრცელდება. ინტერაქტიური უკუკავშირის შედეგად განხორციელდება პროექტის მონიტორინგი.
• III ეტაპზე კულტუროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება სტრატეგიული ანალიზი, შემუშავდება არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტი, შეირჩევა სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის კონტექსტში ამ რეკომენდაციების ჩართვის მეთოდოლოგია; გამოვლინდება კოალიციურ საქმიანობაზე ორიენტირებული ეფექტური ორგანიზაციები, რომლებიც შეიმუშავებენ პლატფორმის სამოქმედო გეგმას.

პროექტის შედეგები:
2005 წლის პარიზის კონვენციის იმპლემენტაციის გეგმისათვის შექმნილი არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტი იქნება სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი დოკუმენტი, კულტურის სფეროში კოალიციური თანამშრომლობით შექმნილი და სახელმწიფოს მიერ გაზიარებული პირველი ინტელექტუალური პროდუქტი; შეიქმნება პლატფორმა „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის წარმატებული პრეცენდენტი განამტკიცებს ძიებებს კულტურის სფეროს ინსტიტუციური განვითარების გზაზე, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას.