აგვისტო, 2017

პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“  ფარგლებში  აგვისტოს თვეში ჩატარდა გაფართოებული ხუთი სამუშაო შეხვედრა- თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდიში.

4 აგვისტოს  თბილისში გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა რეგიონების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგი:
1.რეგიონებში მოძიებული მასალის ანალიზი -მზია თამარაშვილი ( ახალციხე), ლიკა იმერლიშვილი (თელავი), ქეთი ბიბილეიშვილი (ქუთაისი), ნათია ბჟალავა ( ზუგდიდი).
2. რეგიონალური შეხვედრების დაგეგმვა- ნინო გუნია-კუზნეცოვა, ნინო ჟვანია, მზია თამარაშვილი, ლიკა იმერლიშვილი, ქეთი ბიბილეიშვილი, ნათია ბჟალავა.
3. სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგების განხილვა, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა- კახა დაუშვილი, ანანო ასათიანი, თამუნა გურჩიანი, თამარ ჯანაშია.
4. გენდერის თემაზე მოპოვებული ინფორმაციის ექსპერტული შეფასება-ქეთევან მარგალიტაძე.
5. დისკუსია.

 

რეგიონებში შეხვედრების ორგანიზატორი იყო სუბკონტრაქტორი ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“.
რეგიონალური  შეხვედრები თემაზე: „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება” შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდა:

21 აგვისტოს ახალციხეში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია. ფასილიტატორი -მზია თამარაშვილი. (იხილეთ დანართი)
დანართი: ახალციხე, 21.08.2017
სამუშაო შეხვედრა: „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება” გაიმართა 21 აგვისტოს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ, მზია თამარაშვილმა მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, შესრულებული და სამომავლო საქმიანობები.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები – მოძიებული მონაცემები ქუთაისის მასშტაბით.  შეხვედრის დროს გაკეთდა მოძიებული ინფორმაციის განხილვა.

შეხვედრაში მონაწიელობა 14 ადამიანმა მიიღო, აქედან მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ახალციხის ციხის დირექტორმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ფოტო-ვიდეო სალონი “ს და ს”-ის დამფუძნებელმა, მუსიკალური ენციკლოპედიების წიგნების ავტორმა,  ახალციხის ცენტრალური ბიბილოთეკის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა.
შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა. იყო საინტერესო და ინტერაქტიული. სამუშაო შეხვედრის პროცესში დამატებით ახლი ინფორმაცია წარმოჩინდა;  შეხვედრის დასრულების შემდეგ საინფორმაციო ბაზა შეივსო არნიშნული მასალით.
www.sjuni.edu.ge

 

22 აგვისტოს ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-დისკუსია. ფასილიტატორი-ქეთი ბიბილეიშვილი (იხილეთ  დანართი)

დანართი: ქუთაისი, 22.08.2017
22 აგვისტოს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა: „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერიის კულტურის, არქიტექტურის სამსახურების,  ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და მედია საშულებების  წარმომადგენლებმა.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ, ქეთი ბიბილეიშვილმა მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, შესრულებული და სამომავლო საქმიანობები.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები – მოძიებული მონაცემები ქუთაისის მასშტაბით.  შეხვედრის დროს გაკეთდა მოძიებული ინფორმაციის განხილვა, დეტალურად მოხდა ყველა ინფორმაციის ანალიზი.  სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. შეხვედრის ბოლოს სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროექტში ჩართულ ყველა მხარეს და მზადყოფნა გამოხატეს თანამშრომლობისათვის.
მედია ლინკები:
www.youtube.com
www.geonetpress.ge
www.newpress.ge

 

24 აგვისტოს თელავში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-დისკუსია. ფასილიტატორი -ლიკა იმერლიშვილი (იხილეთ  დანართი)
დანართი თელავი 24.08.17

სამუშაო შეხვედრა: „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება” გაიმართა 24 აგვისტოს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ, ლიკა იმერლიშვილმა მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, შესრულებული და სამომავლო საქმიანობები.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები – მოძიებული მონაცემები ქუთაისის მასშტაბით.  შეხვედრის დროს გაკეთდა მოძიებული ინფორმაციის განხილვა.

შეხვედრაში მონაწიელობა 20 ადამიანმა მიიღო, მათ შორის ქ. თელავის მერიის კულტურის სამასხურის უფროსმა, კულტურის სფეროს სსიპ და ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და მედია საშულებების  წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა.

შეხვედრა ინტერაქტიული და პროდუქტიული იყო. სამუშაო შეხვედრის პროცესში დამატებით ახლი ინფორმაცია გამოიკვეთა; ის არსებული კველევის მასალებს დაემატა.

 

24 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-დისკუსია. ფასილიტატორი-ნათია ბჟალავა (იხილეთ  დანართი)
დანართი ზუგდიდი 24.08.17
24 აგვისტოს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის: „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“ პრეზენტაცია-სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის,  საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის სამსახურების, სსიპ და ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურების წარმომადგენლები, ხელოვანები, მოქალაქეები და მედია საშულებების  წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ, ნათია ბჟალავამ მონაწილეებს გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები და შესრულებული და სამომავლო საქმიანობები.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები – მოძიებული მონაცემები ქ. ზუგდიდის მაშტაბით.  შეხვედრის ფორმატმა საშუალება მისცა მონაწილეებს ადგილზე განეხილათ პრეზენტაციის შინაარსი და  დაემატებინათ საჭირო ინფორმაციები.
დისკუსიის ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სამსახურების წარმომადგენლები და ხელოვანები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და გამოხატეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ ზუგდიდის კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის.

მედია ლინკები:

https://odishi.ge.html
www.livepress.ge

ივლისი, 2017

2017  წლის ივლისის თვეში პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“  ფარგლებში მიმდინარეობდა  კვლევითი სამუშაოები.                                                                                                                25.07.2017-  შედგა სამუშაო შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში
შეხვედრის თემები:
•    სახელდების  პრობლემა (სახელმწიფო აქტივობების ამსახველ დოკუმეტაციაში (სხვადასხვა უწყებათა სტრატეგიებში, სამოქმედო გეგმებში, ბიუჯეტებში,  სტატისტიკური ბაზებში და ა. შ) გამოყენებული ტერმინოლოგიის სხვადასხვაობა, კოდიფიცირების არარსებობა)  – მიუკერძოებელი და   ობიექტური ინფორმაციის ერთიანი  ბაზის შესაქმნელად ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი.
•    პრობლემის გადაწყვეტის გზები – იუნესკოს  კულტურის განვითარების მაჩვენებლების  სისტემის და ტერმინოლოგიის ოფიციალურ მიღებამდე  და  ათვისებამდე  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კოალიცია „მრავალფეროვანი საქართველოს“ შორის 2005 წლის პარიზის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის  ტერმინთა  თაობაზე შეთანხმება (რაც  ხელს შეუწყობს  საბაზისო ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნას).
კულტურია და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ

•    თამარ წულუკიძე – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მეორე რანგის მეორადისტრუქტურული    ერთეულის ხელმძღვანელი/სამმართველოს უფროსი
•    შორენა ციცაგი  – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მესამე რანგის პირველიკატეგორიის უფროსი სპეციალისტი
•    ელინა გედენიძე – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
•    სოფიო ჩანთაძე – იურიდიული დეპარტამენტის მეორე რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე/დეპარტამენტისდირექტორის მოადგილე
•    მერი შავერდაშვილი – ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის ნაერთი ბიუჯეტის ფორმირებისა და პროგრამების ფინანსური ანალიზის სამმართველოს მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
•    ელენე თოიძე – სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი კოალიცია „მრავალფეროვანი საქართველოს“ მხრიდან მონაწილეობდნენ:
•    ნინო გუნია-კუზნეცოვა – ვ. გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი
•    კახა დაუშვილი – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
•    თამარ ჯანაშია – კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია

ივნისი, 2017

პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“  ფარგლებში 2017  წლის ივნისის თვეში იდენტიფიცირებულ იქნა კულტურული ინდუსტრიების სფეროების მიხედვით მოსაძიებელი სტატისტიკური მონაცემების სია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეწერა ოფიციალური წერილი შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მოწოდების თხოვნით.
გაიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლებთან  ორი  გაღრმავებული ინტერვიუ:  კერძოდ, მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ ლევან ხარატიშვილთან და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  ბ-ნ ვაჟა შატბერაშვილთან .

მომზადდა თვისობრივი კვლევისათვის სხვადასხვა დაწესებულებებში გასაგზავნი კითხვები. შეჯამდა ინფორმაცია სხვადასხვა კვლევებზე, რომლის პირდაპირი ან ირიბი მიზანი კულტურაა.                                                                                                                                    გაიმართა პროექტის თბილისის ჯგუფის  სამუშაო შეხვედრა სუბკონტრაქტორი ორგანიზაციის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე დაზუსტდა რეგიონებში ჩასატარებელი სამუშაოები და მოსაძიებელი სტატისტიკური მონაცემების სია სფეროების მიხედვით.
26 ივნისს გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა რეგიონების წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგი:
1. შესავალი- მოძიებული მასალის ჩამონათვალი და განხორციელებული ქმედებები -ნინო გუნია-კუზნეცოვა, პროექტის ხელმძღვანელი                                                                               2. რეგიონებში მასალის მოძიების პროცესი- გამოწვევები და გადალახვის გზები- ნინო ჟვანია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი
3. ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე რეგიონებში მოძიებული მასალის შესახებ  -დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენლები: მზია თამარაშვილი ( ახალციხე), ლიკა იმერლიშვილი (თელავი),  ქეთი ბიბილეიშვილი (ქუთაისი), ნათია ბჟალავა ( ზუგდიდი).
4. სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ინფორმაციის მოწოდება განხორციელებული სამუშაოს თაობაზე- კახა დაუშვილი, თამარა ჯანაშია, ანანო ასათიანი, თამუნა გურჩიანი.       5.კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არსებული რეგიონებში კულტურული დაწესებულებების სტატისტიკური ბაზების შესახებ – სამინისტროს კულტურის პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტის ელინა გედენიძე
6. დისკუსია

მაისი, 2017

იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავების“ ფარგლებში  2017  წლის მაისის თვეში ორი  შიდა  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემები:
•    კონვენციის შესრულების მონიტორინგის სქემის საცდელი სტრუქტურა;
•    კონვენციის მუხლების შესაბამისი კონკრეტული ამოცანების განხორციელების ინდიკატორები;
•    საკვლევი დოკუმენტების იდენტიფიცირება და მოძიება თემების მიხედვით :
1. „მედიის მრავალფეროვნება და თვითგამოხატვა“
o    ინფორმაციის  საზოგადოებრივი საშუალებების გამოყენება (მიზანი 1.2..),
o    ციფრული გარემო (მიზანი 1.3.))

2.„საერთაშორისო ურთიერთობები“
o    შეთანხმებები და ხელშეკრულებები  (მიზანი.2.3.)
o    საერთაშორისო მდგრადი განვითარების პროგრამები კულტურული და კრეატიული დარგების გასაძლიერებლად  (მიზანი 3.2.)
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. განხილულ იქნა მონიტორინგის  შუალედური მოდელი.

2017 წლის მაისში მონიტორინგის ძირითადი სფეროებიდან დაიწყო ორი თემის  დამუშავება  –  „საერთაშორისო ურთიერთობები“,  „მედიის მრავალფეროვნება და თვითგამოხატვა“.
გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
•    მედიის კონტექსტში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის საკითხი;
•    საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი.
გაიმართა მსჯელობა საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ კულტურის სფეროს მონაცემების შეგროვების, იდენტიფიცირებისა და ანალიზის  პრობლემებზე, იუნესკოს ინდიკატორების სისტემის დანერგვის პრობლემებზე.

აპრილი 2017, თბილისი

ბიულეტენი # 2
აპრილი, 2017

2017 წლის დასაწყისში ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA Union) შეუდგა იუნესკო-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“ განხორციელებას.
აღნიშნული კონვენცია, რომელსაც ხელი პარიზში 2005 წელს მოეწერა და რომელსაც საქართველო 2008 წელს მიუერთდა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის მთავარი საერთაშორისო დოკუმენტია. კონვენციის წევრი-ქვეყნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამზადებენ ანგარიშს ნაკისრი ვალდებულებების შესახებ. პროექტის მიზანია დაიწყოს მუშაობა საქართველოს მიერ პარიზის კონვენციი სშესრულების მონიტორინგის სქემის შესაქმნელად.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვეში პროექტის ფარგლებში ორი შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემები:
• იუნესკოს მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და საქართველოს 2016 წლის ეროვნული რაპორტის პროექტის გუნდის მიერ განხორციელებული შედარებითი ანალიზის შედეგები;
• საბაზისო ინდიკატორები და კონვენციის მუხლების შესაბამისი კონკრეტული ამოცანების განხორციელების ინდიკატორები;
• საკვლევი დოკუმენტების იდენტიფიცირება და მოძიება თემების მიხედვით („კულტურის პოლიტიკა „ (მიზანი 1.1.); „გენდერული თანასწორობა“ (მიზანი 4.1.) )
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
განხილულ იქნა მონიტორინგის 3 მოდელი:
1. დაფუძნებული კონვენციის სტრუქტურასა და კონკრეტული მუხლების შერჩევის პრინციპზე;
2. დაფუძნებული იუნესკოს დოკუმენტზე – „RE | SHAPINGCULTURALPOLICIES- A Decade Promotingthe Diversity of CulturalExpressions for Development“,2005 Convention,Global Report 2015;
3. დაფუძნებული ზემოაღნიშნული მოდელების შეჯერებულ ვარიანტზე.
2017 წლის აპრილში მონიტორინგის ძირითადი სფეროებიდან დამუშავდაორი თემა -„კულტურის პოლიტიკა„ (მიზანი 1.1.); „გენდერული თანასწორობა“ (მიზანი 4.1.) .
გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: გენდერულ კონტექსტში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის პროგრამების არარსებობის საკითხი; გენდერულ თემატიკას მიკუთვნებული პროექტებისა და ღონისძიებების სახელდების (დასახელებისა და შინაარსის შესაბამისობის) პრობლემა სახელმწიფო აქტივობების ამსახველი დოკუმეტაციის შედგენისას; ტერმინოლოგიური აღრევის გამო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში.
გაიმართა მსჯელობა საქართველოში არსებული სახელმწიფო პროგრამების, ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმარების, ასევე მათი მონიტორინგის თაობაზე. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.

მარტი 2017, თბილისი

პროექტი „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“

ბიულეტენი # 1
მარტი, 2017
ბიულეტენი იგზავნება „მრავალფეროვანი საქართველოს“ კორესპონდენტებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, პროექტის მონაწილეებთან და ბენეფიციარებთან

2017 წლის 2 მარტს თბილისში პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემები:

• მოთოდოლოგია – ამოსავალი დოკუმენტების რანჟირება (კონვენცია, იუნესკოს მეთოდოლოგიური დოკუმენტები, საკვლევი ქართული დოკუმენტაცია)
• სამუშაო გეგმა – ვადები და შუალედური ანგარიშები
• სამუშაოს აღწერილობები, როგორც თბილისის სამუშაო ჯგუფისათვის, ასევე რეგიონალური მონაწილეებისათვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილსისა და რეგიონების სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა, კულტურისა და ხელოვნების ექსპერტებმა.
პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილულ იქნა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საინფორმაციო ბაზის მოძიების მეთოდოლოგია. კერძოდ, კითხვარების შემუშავების, ჩაღრმავებული ინტერვიუირებისა და სამაგიდო კვლევის საკითხი.
გაიმართა დისკუსია კვლევის დაფარვის არეალისა თაობაზე; ასევე კონვენციის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე.

2017 წლის 7 მარტს გაიმართა თბილისის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

განხილულ იქნა
• მეთოდოლოგიის დონორთან შეთანხმების საკითხი და დონორისადმი რაპორტების სისტემატური მიწიდების სქემა;
• ჯგუფის რეგიონალურ წარმომადგენლებისთვის მეთოდოლოგიის გაცნობის სამუშაო განრიგი;
• საკვლევი დოკუმენტების შერჩევის პრინციპი;
• მონიტორინგის საბოლოო დოკუმენტის დიზაინი.
შემუშავდა
• შიდა სამუშაო გეგმა
• ბიბლიოგრაფია
• განისაზღვრა დონორთან რაპორტების ვადები
გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. კერძოდ, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის კუთხით სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის აქტივობების ამსახველი დოკუმეტაციის ართანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა და რეგიონებში.
გაიმართა მსჯელობა საქართველოში არსებული სახელმწიფო რეგულაციების, მხარდაჭერის პროგრამების, ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმარების, ასევე მათი მონიტორინგის არსებული და შესაძლებელი ფორმების თაობაზე.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა კონვენციის იმპლემენტაციისათვის საკითხებიდან ყველაზე პრობლემატური – მედიის და გენდერის საკითხები; ასევე აღინიშნა სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის/ ჩართულობის ხარვეზები.
დაისვა საკითხი ინტერმინისტერიალური თანამშრომლობის ეფექტურობის თაობაზე და გაიმართა დისკუსია მონიტორინგის სქემის განვითერების გზებზე.

რეკომენდაციების პაკეტი

ვალ. გუნUNESCO - YTA Unionიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

 

 


დოკუმ
ენტზე მომუშავე ჯგუფი

  • ნინო გუნია-კუზნეცოვა
  • მაია ნიკოლაიშვილი
  • ანანო ასათიანი
  • თამარ გურჩიანი

დოკუმენტის მომზადება დაფინანსებულია იუნესკოს 2014-2015 წწ. „მონაწილეობის პროგრამისმიერ.

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

იუნესკო არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე რეკომენდაციებში გამოთქმულ მოსაზრებებზე.

გაეცანით დოკუმენტს ბმულზე:
http://www.culturaldiversitygeorgia.com/UNESCO-YTAUNION-2015.pdf

23 დეკემბერი, თბილისი – პროექტის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია

ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა (YTA UNION) ევროპის სახლთან თანამშრომლობით UNESCO-ს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” დაფინანსებით განახორციელა პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო- სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის იმპლემენტაციისათვის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება.“

პროექტის ფარგლებში განხორციელდა UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ “ კონვენციის (2005 წ.) პოპულარიზაცია, მისი რატიფიცირების შედეგად საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

პროექტის ფარგლებში აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა 11 ინტერდისციპლინარული შეხვედრა (მათ შორის მრგვალი მაგიდები და ფოკუსური ჯგუფები), აქედან 5 თბილისში (ევროპის სახლში), 6 რეგიონებში (თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში).

ჩატარდა კუტუროლოგიური და სოციოლოგიური კვლევა. კვლევა მიმართული იყო კონვენციის იმპლემენტაციის კონტექსტში კულტურის პოლიტიკის საჭიროებების გამოვლენაზე და სიტუაციის ადეკვატური, კონკრეტული და განხორციელებადი რეკომენდაციების პაკეტის შექმნაზე.

შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად შემუშავდა კონვენციის განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციები და მონაცემთა ბაზა.

დოკუმენტი გადაეგზავნება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების შესაბამის ინსტიტუციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს .

რეკომენდაციების პაკეტი წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად UNESCO-თვის 2016 წელს წარსადგენი ანგარიშისთვის, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავების პროცესში მყოფი საქართველოს კულტურის სტრატეგიისთვის – „კულტურა 2025“ და ასოცირების შეთანხმების კულტურის სეგმენტების გაცნობიერება-განხორციელებისთვის.

რეკომენდაციების განსახორციელებლად და შემდგომი წარმატებული თანამშრომლო-ბისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ჩატარდება 23 დეკემბერს, 6 საათზე, ევროპის სახლში.

იხილეთ დოკუმენტი:

რეკომენდაციები იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციისათვის

10 ოქტომბერი, ფოთი (შეხვედრა 11)

10 ოქტომბერს, ფოთში პროექტის ფარგლებში მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება;
• ურბანული განვითარებისათვის კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება;
• ხელოვანთა მდგომარეობის საკითხები:
• კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის :

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის, მუნიციპალური ააიპ-ების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და შემოქმედებითი ორგანიზაციების წევრებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურის როლსა და მის მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებისათვის. ასევე კულტურული პროცესების კონსტრუქციული კრიტიკის აუცილებლობაზე და ხელოვანთა სტიმულირებაზე.

დამსწრეთა ნაწილის აზრით, წვდომა რესურსებზე კულტურის სფეროში არ არის თანაბარი, რაც ხელს უშლის ადგილობრივ ხელოვანთა თვითგამოხატვას; ამ კონტექსტში გაიმართა დისკუსია თავისუფალ ხელოვანთა სტატუსის არსებობის, გარკვეულ პრეფერენციებისა და ხელშეწყობის ხერხების საჭიროებაზე.

აღინიშნულ იქნა, რომ კულტურის დაწესებულებების სტაბილური ფუნქიონირების მიუხედავად აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ( მაგალითად, სამხატვრო გალერეის ახალი შენობის აშენება, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, და სხვა), კულტურული პროდუქტისა და მომსახურების განვითარებისათვის სახსრების მოძიების საშუალებების გამრავალფეროვნება. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სხვადსახვა უწყებათა კომუნიკაციის სფეროში არსებულ პრობლემებს.
დისკუსიაში მონაწილეებმა იმსჯელეს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, განათლების ინსტიტუციებსა და კულტურის დაწესებულებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, თეატრებისათვის ბილეთების გავრცელების სისტემის დახვეწაზე, აუდიტორიის მოზიდვის საშუალებებზე ( განსაკუთრებით თოჯინების თეატრის აუდიტორიასთან დაკავშირებულ პრობლემზე, ბაღებსა და სკოლებში ბილეთების გავრცელების და გასვლითი წარმოდგენების შეუძლებლობაზე).

ასევე გამოითქვა აზრი სახელოვნებო განათლების სისტემაში პროფესიული საფეხურის აღდგენის საჭიროებაზე, მუსიკალური სასწავლებლის სრულფასოვანი ფუნქციონირების (მუსიკალური ინსტრუმენტების განახლებაზე) თაობაზე. ამ კონტექსტში, გამოითქვა ცენტრალიზებული მართვის სისტემის აღდგენის სურვილი.

გადაუჭრელ საკითხად დასახელდა კადრების დაბერება, მათი ჩანაცვლების პრობლემა ახალაზრდების მოტივაციის არარსებობის და პროფესიული კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო ( კარდების დეფიციტი განსაკუთრებით მოსალოდნელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოქმედებითი პედაგოგიკა – მუსიკის პედაგოგები, და რიგი სხვა იშვიათი პროფესია – მაგ, თეატრალური თოჯინების ოსტატები).

საუბარი შეეხო კულტურასა და სოციალურ ერთობას; ამ კონტექსტში იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურული ინტეგრირების საკითხს, რაც მონაწილეთა აზრით რთულდება მათი კომპაქტურად დასახლების გამო.

ცოცხალი დისკუსია გაიმართა პრიორიტეტების საკითხზე კულტურის სფეროში. დიდ პრობლემად დასახელდა ქალაქსა და პორტს შორის არსებული დამოკიდებულება და ადგილობრივი საჭიროებების უგულებელყოფა; ზოგადად დასაქმების პრობლემა, და კერძოდ, კულტურის სფეროში დასაქმების არამომგებიანობა , დაბალი შემოსავალი; და როგორც შედეგი, ახალგაზრდა თაობის გადინება სფეროდან და ქალაქიდან.

საუბარი შეეხო ხელოვანთა მობილობის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ასევე მოხალისეობის კულტურას – მისი გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა მონიტორინგისა და ხარისხის საკითხი, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ და ექსპერტულ მიდგომას. შეხვედრის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ხარისხის კონტროლის არსებობა.
ასევე რეკომენდაციის სახით გამოითქვა მოსაზრება მუნიციპალური სახსრების გასაძლიერებლად გამოყენებულ იქნას კერძო სექტორის შემოწირულობა; ამისათვის კი შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა /დონაციის კანონი, საგადასახადო შეღავათების სისტემა/; გარდა ამისა, აღინიშნა გარე კონტროლის მექანიზმის შემუშავების და შესაბამისი პროექტების დაგეგმვის აუცილებლობა.

8 ოქტომბერი, თბილისი (შეხვედრა 10)

8 ოქტომბერს ევროპის სახლში (თბილისი) პროექტის ფარგლებში მეათე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის ხელშემწყობი გარემოს საკითხები
• მედიის როლი კულტურის სფეროს განვითარებაში

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა, სოციოლოგებმა, ჟურნალისტებმა, ასევე სახელმწიფო უწყებების – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის- წარმომადგენლებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემუშავების სტადიაში მყოფ კულტურის სტრატეგიის მიმართ; ამ კონტექსტში იმსჯელეს 2005 წლის პარიზის კონვენციის განხორციელებისა და მისი ხელშესახები შედეგების თაობაზე, სტრატეგიაში კონვენციის პრინციპების და მიზნების ჩართვის აუცილებლობაზე.

დაისვა კითხვები კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის შესაძლებლობაზე, თუ თავად სახელმწიფოს არ აქვს ამ იმპლემენტაციის გეგმა შემუშავებული; ასევე იმ ბერკეტებზე, რომელიც ჩადებულია თავად კონვენციაში, და რომელიც უზრუნველყოფს ხელმომწერი მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

კონვენციის იმპლემენტაციასთან მიმართებით დისკუსია გაიმართა შემდეგი მიმართულებებით: რამდენად ხელეწიფება საქართველოს გამოიყენოს კონვენციით დეკლარირებული პრეფერენციული რეჟიმი განვითარებადი ქვეყნებისათვის და როგორ უნდა მოითხოვოს განვითარებული ქვეყნებისაგან ხელშეწყობა; რამდენად შესაძლებელია კონვენცია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ქვეყანამ – რამდენად მზად არის ჩვენი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის; არის ამის მზაობა, თუ ეს პრობლემაა…
ასევე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ზემოაღნიშნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის საკითხი: მონაწილეთა აზრით, რთულია იმსჯელო კულტურის პოლიტიკის ავკარგიანობაზე მაშინ, როდესაც მისი ბიუჯეტი უცნობია; ასევე, კონვენციის აღსრულების გეგმაზეც, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დაფინანსება ( სახელმწიფოს მიერ კონვენციის ხელმოწერიდან (2008 წლიდან) დღემდე იმპლემენტაციისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი არ არსებობს).

შეხვედრის ზოგიერთი მონაწილის აზრით, ამ ფონზე მონიტორინგის განახორციელების პირობები არ არსებობს. ამასთან გამოითქვა მოსაზრება, რომ ნაწილობრივი გამოსავალია კოალიციის შექმნა, რომელმაც არასამთავრობო სექტორისათვის თავად უნდა ჩამოაყალიბოს სამოქმედო გეგმა, შეძლოს იმპლემენტაციის მონიტორინგი; შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების კულტურის სეგმენტის მონიტორინგიც.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. მათი აზრით, ამ სექტორის განვითარებისთვის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაფერი გაკეთებულა. არ არსებობს კულტურის არხი თუ პრესა. ასევე, არ არსებობს კულტურის ჟურნალისტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი საგანმანათლებლო გარემო, არ ხდება ამ პროფესიის შესაბამისი სტაბილური ინსტიტუციური განვითარება, სახელმწიფოს მიერ არ ხდება მისი დაფინანსება, ხელი არ ეწყობა კულტურის ჟურნალისტიკის პროფესიონალიცაზიის განვითარებას.

მონაწილეებმა განიხილეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, უწყებათა შორის, კერძოდ, კულტურისა და განათლების სამინისტროებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობის შედეგად გარკვეული უარყოფითი ცვლილებები, რომელნიც სახელოვნებო განათლებაში არაადექვატურ სირთულეების წარმოშობს.

რეკომენდაციის სახით გამოითქვა მოსაზრება, რომ გამახვილდეს ყურადღება სახელოვნებო განათლების სფეროზე ზოგადად, და კერძოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ექსპერტულმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობისას კულტურის სფეროს პროფესიების ჰარმონიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განვითარებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო ჩარჩოს, სტანდარტებისა თუ კურიკულუმების შედგენისას (განსაკუთრებით ინტერდისციპლინარული დარგების სფეროში, როგორიცაა კულტურის მენეჯმენტი, ხელოვნებათმცოდნეობა და ა. შ.)

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურულ საჭიროებებზე ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარების აუცილებლობა; ასევე ამ ჯგუფებში ინტერკულტულური განათლების საჭიროება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების მიერ იყო მოწოდებული ინფორმაცია, რომ სისტემური კვლევების არარსებობის მიუხედავად, არსებობს რიგი დოკუმენტები, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და ნაწილობრივ ეხება ამ საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე იყო გამოთქმული მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფრთხის წინაშე მყოფი ენების თაობაზე, კერძოდ აფხაზურ, უბიხურ ენებზე; ასევე გამოითქვა აზრი ჩეჩნურ ენასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ.