სამუშაო შეხვედრები

2017

საველე სამუშაოების ეტაპზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდების და კონფერენციის შემადგენლობა:
1. თბილისი – შერეული ჯგუფი: მხატვრები, მკვლევარები, “მრავალფეროვანი საქართველოს” პლატფორმის მონაწილეები;
2. თელავი – შერეული ჯგუფი: კახეთის რეგიონის მულტიკულტურული თემის წარმომადგენლები, მხატვრები და მკვლევარები;
3. ზუგდიდი – შერეული ჯგუფი, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები (ქალები, რომლებმაც ომი გადაიტანეს და ასევე ომის შემდეგ დაიბადნენ);
4. ახალციხე – ქალაქის მრავალეთნიკური რუსულენოვანი თემის წარმომადგენლები;
5. ქუთაისი – შერეული ჯგუფი: მხატვრები და მკვლევარები;
6. თბილისი – ხელოვანთა, კულტურის მენეჯერების და სახელოვნებო განათლების წარმომადგენლების ჯგუფი; “მრავალფეროვანი საქართველოს” პლატფორმის მონაწილეები;
7. თბილისი -თბილისის სუბკულტურების წარმომადგენლები; “მრავალფეროვანი საქართველოს” პლატფორმის მონაწილეები;
8. თბილისი – სტუდენტთა ჯგუფი, ახალგაზრდა მხატვრები, მკვლევარები და მენეჯერები; “მრავალფეროვანი საქართველოს” პლატფორმის მონაწილეები;
9. თბილისი – კონფერენცია – კულტურის ექსპერტების ჯგუფი. “მრავალფეროვანი საქართველოს” პლატფორმის მონაწილეები;

9 შეხვედრა: 8 მრგვალი მაგიდა და 1 დასკვნითი კონფერენცია

ადგილი:
• თბილისი (კაპიტალური) – „პლატფორმა ცვლილებებისთვის“(პარტნიორი ორგანიზაცია)
• რეგიონები (ახალციხე თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი) – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოფისები (სუბკონტრაქტორი ორგანიზაცია)

ხანგრძლივობა:
ყოველი შეხვედრა 5 საათი (4 საათი სამუშაო დრო, 1 საათი ლანჩი და შესვენებები ყავაზე)

კონფერენციის დღის წესრიგი:
ნაწილი I (ხანგრძლივობა: 2 საათი)
• ნაწილი I – მიმდინარე სტატისტიკის ანალიზი
• შესვენება ყავაზე
• ნაწილი II – მონიტორინგის მეთოდოლოგია და მისი რეგულირება
სადილი (ხანგრძლივობა: 60 წუთი)
ნაწილი II (ხანგრძლივობა: 2 საათი)
• ნაწილი III – იმპლემენტაციის ანალიზი
• შესვენება ყავაზე
• ნაწილი IV -კონვენციის შესაბამისი თემების განხილვა

შემოთავაზებული თემები:
• კულტურული პოლიტიკა და კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგია და საპილოტო სქემა;
• მონიტორინგის თემატური რეიტინგი – კონვენციის მიზნების შესაბამისად თემებისშერჩევა და დამუშავება

სავარაუდო აუდიტორია:
მხატვრები, ხელოვნები, განათლების და კულტურის მენეჯერები, კულტურის ექსპერტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და კულტურის სფეროში მომუშავე იძულებით გადაადგილებული პირები, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტები.

სამუშაო ენა : ქართული


 

2014 – 2015

სამუშაო შეხვედრები: 11 მითინგი /მრგვალი მაგიდა და ფოკუს ჯგუფი/

სივრცეები: თბილისი – ევროპის სახლი /პარტნიორი ორანიზაცია/,
რეგიონებში-/თელავი, ახალციხე, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი,
ქუთაისი/ – კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ები
დრამატული თეატრები

ხანგრძლივობა: 6 საათი /5 საათი სრული სამუშაო დრო/

შეხვედრის გეგმა:
I ნაწილი -ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი
• კონვენციის პრეზენტაცია
• კოფე ბრეიქი
• მრგვალი მაგიდა

ლანჩი- ხანგრძლივობა 30 წუთი

II ნაწილი – ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთი
• ფოკუს ჯგუფი / I სექცია/
• კოფე ბრეიქი
• ფოკუს ჯგუფი / II სექცია/

მრგვალი მაგიდის თემატიკა:
კონვენციის პრეზენტაცია /ყველა შეხვედრის დასაწყისში/; თვითგამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ლოკალური და ზოგადი პრობლემები.

ფოკუსური ჯგუფების თემები:
• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკა- კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა, მკვიდრი ხალხის და უმცირესობათა წარმომადგენელთა კულტურის თანასწორი ღირსებისა და პატივისცემის აღიარება;
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის ხელშემწყობი გარემოს საკითხები; კანონმდებლობის, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის ხარვეზები;
• ინტერკულტურული დიალოგის პრობლემები; ინტერკულტურული დიალოგი და მემკვიდრეობა;
• ურბანულ განვითარებისათვის კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება და კრეატიული ინდუსტრიების განვითარება;
• ხელოვანთა თავისუფალი მიგრაცია-ხელოვანთა და კულტურული პროდუქტის თავისუფალი გადაადგილებისა და მიმოქცევის საკითხები;
• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება;
• განათლების და მეცნიერების როლის გამოკვეთა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში;
• თავისუფალი ხელოვანის სატატუსის პრობლემები-სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი მუშაკების და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისება და მხარდაჭერა;
• კულტურის პოლიტიკაში კონვენციის იმპლემენტაციის ასახვა-რეკომენდაციების შემუშავებისა და გამოყენების მეთოდოლოგია; სამოქმედო გეგმა;
• კულტურის მნიშვნელობა ზოგადად სოციალური ერთობისთვის და კერძოდ კი მისი პოტენციალის გამოყენება საზოგადოებაში ქალების სტატუსისა და როლის ამაღლებისათვის;
• ორ სამყაროს შორის ჩაკარგულ „ლტოლვილთა“ თემის სუბკულტურის სპეციფიკა;
• ინკლუზია, სოციალური კოჰესია და კულტურული მრავალფეროვნება;
• ენის მნიშვნელობა და ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტი / საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ენების დაცვისა და განვითარების საკითხები/;
• კულტურის მიმართულებით მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: არტისტები, სახელოვნებო განათლებისა და კულტურის მენეჯერები, კულტურის ექსპერტები, კულტურის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენლები, სახელოვნებო უმაღლესების სტუდენტები.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული – უმცირესობების ჯგუფებთან